“ბოლო წარუმატებელმა გამოცდამაც დაადასტურა, რომ რუსული საკონტინენტთაშორისო ბირთვული რაკეტები თავად რუსეთისთვის უფრო სახიფათოა ვიდრე დანარჩენი სამყაროსთვის”

“ბირთვული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა РС-28 “Сармат” გამოცდების დროს შახტაში აფეთქდა. ინციდენტი პლესეცკის კოსმოდრომზე მოხდა. აფეთქების ადგილზე უზარმაზარი ორმო დარჩა. ის იმდენად დიდია, რომ თანამგზავრიდანაც კარგად ჩანს. გარდა ამისა, ტყის ხანძრის მონიტორინგის თანამგზავრებმა ინციდენტის ადგილზე ხანძრის კერა დააფიქსირეს. ინციდენტი სავარაუდოდ 20-21 სექტემბერს მოხდა.
ბოლო წარუმატებელი გამოცდა სთვის კატასტროფულია. „სარმატი“ სულ ხუთჯერ არის გამოცდილი და აქედან 4 გამოცდა წარუმატებელი იყო. თანაც ყველა გამოცდა ჩატარდა კოსმოდრომის იდეალურ გარემოში, ძალიან შორს რეალური საექაპლუატაციო და საბრძოლო ვითარებიდან. „სარმატი“ რომლითაც ტრაბახი და დამუქრება ასე უყვარს პუტინს თავად რუსეთისთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ვიდრე დანარჩენი სამყაროსთვის.
„სარმატმა“ ჩაანაცვლა საბჭოთა შახტური გაშვების საკონტინენტთაშორისო ბირთვული რაკეტა Р-36М „ვოევოდა“ იგივე „სატანა“. საბჭოთა Р-36М მსოფლიოს ყველაზე მძლავრ საკონტინენტთაშორისო ბირთვულ რაკეტად ითვლება. ეს რაკეტა აღჭურვილი იყო ერთი 20 მეგატონიანი ან 10 ერთმეგატონიანი თერმობირთვული ქობინებით. სწორედ ამ უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო რაკეტას ნატოს ქვეყნებში შეარქვეს „სატანა“.
რუსეთის პრობლემად იქცა ის რომ „სატანა“ ში, დნეპრში იწარმოებოდა. მისი დამპროექტებელიც საკონსტრუქტორო ბიურო «Южное» უკრაინაშია. პუტინს არ სურდა რომ რუსეთის ბირთვული არსენალი უკრაინაზე ყოფილიყო დამოკიდებული, 2014 წლის ს კონფლიქტის შემდეგ, კი ამ რაკეტების მომსახურება უკრაინელებმა შეწყვიტეს.
2013 წელს „სატანა“ ბოლოჯერ გაუშვეს და დადასტურდა რომ რაკეტა კიდევ 5-6 წლის განმავლობაში საექსლუატაციოდ გამოსადეგი იყო. 2014 წლის შემდეგ საცდელი გაშვებებიც შეუძლებელი გახდა. ამიტომ პუტინს ეჩქარებოდა ახალი რაკეტის შექმნა.
„სარმატი“ 2022 წელს შეიარაღებაზე ისე მიიღეს, რომ რაკეტის წარმატებული გამოცდა მოხდა მხოლოდ ერთხელ, ისიც სასათბურე პირობებში კოსმოდრომზე. 3 მანამდელი გამოცდა წარუმატებელი იყო. ანუ დღეისთვის 5-იდან მხოლოდ ერთი გაშვება იყო წარმატებული. შედარებისთვის, „სატანას“ სანდოობის მაჩვენებლი 95%-ს აჭარბებდა.
ანალოგიური პრობლემები აქვს ბირთვული ტრიადის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წყალქვეშა ნავების საკონტინენტთაშორისო ბირთვულ რაკეტას Р-30 Булава-30. აქაც სახეზეა წარუმატებელი გაშვებების სერია, თუმცა „სარმატისგან“ განსხვავებით, „ბულავა“ 30-ჯერ მაინც გამოსცადეს, აქედან 7 წარუმატებლად. წარუმატებლობის მიზეზებს შორის დასახელდა უხარისხო დეტალები და უხარისხო ქარხნული აწყობა. ასევე გაირკვა, რომ „ბულავას“ტრაექტორიის გაზომვის და შესაბამისად სიზუსტის პრობლემა აქვს, რადგან სსრკ-ში ამ აპარატურას უკრაინა აწარმოებდა. იგივე სიზუსტის პრობლემა სავარაუდოდ ექმება „სარმატსაც“.
2019 წელს ცნობილი გახდა, რომ „ბულავას“ არ აქვს ყინულის გამტვრევის უნარი. რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავების მოქმედების ძირითადი არეალი ჩრდილოყინულოვანი ოკეანეა და რაკეტის წყალქვეშა გაშვების დროს რაკეტამ ყინული უნდა გაამტვრიოს. ახლა კი ირკვევა, რომ „ბულავას“ ამის უნარი არ აქვს რადგან, კორპუსი დაუშვებელ ზიანს იღებს.
ასე რომ როგორც უკრაინის ომმა აჩვენა რამდენად ფეიკურია რუსული ანალოგისარმქონე სამხედრო ტექნოლოგიები, ასევე ბოლო წარუმატებელმა გამოცდამაც დაადასტურა, რომ რუსული საკონტინენტთაშორისო ბირთვული რაკეტები თავად რუსეთისთვის უფრო სახიფათოა ვიდრე დანარჩენი სამყაროსთვის, – საერთაშორისო ანალიტიკური ჯგუფის OSINT-ის კვლევა.