მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ არის

მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყაზახეთის სუპერ აპის Kaspi-ის CEO-ს პოსტს იკავებს, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება, რაც მისი კომპანიის წინააღმდეგ გასულ კვირაში გავრცელებული ცრუ ბრალდების შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების კლებას და შესაბამისად ლომთაძის ქონების დროებით შემცირებას უკავშირდება. შედეგად, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში ამჟამად ერთადერთი ქართველი, ა, რომლის ქონებაც პლატფორმაზე 7.5 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
ლომთაძე კვლავ რჩება Forbes-ის მილიარდერთა ჩამონათვალში და 5.8 მლრდ აშშ დოლარით. აქ, ივანიშვილის ქონება 4.9 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული.
რაც შეეხება ლომთაძის კომპანიას, გასულ კვირას, კომპანიის მკვეთრი დაღმასვლის მიზეზი Culper Research-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშია, რომელშიც ანალიტიკოსები Kaspi.kz-ს ბრალად სდებენ ამერიკელი ინვესტორების მოტყუებას, მანიპულაციას და ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. რის შემდეგაც, კომპანიის აქციები 1 დღეში 20%-ით შემცირდა, თუმცა შემდეგ სავაჭრო სესიაზე 10% ზრდა დააფიქსირა.
Culper Research-ის ანგარიშს მალევე გამოეხმაურა მიხეილ ლომთაძე, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და გამოქვეყნებული ანგარიშის მიზანს Kaspi.kz-ის რეპუტაციის შებღალვა წარმოადგენს, რომლითაც პირდაპირ ფინანსურ სარგებელს სწორედ Culper Research-ის გუნდი იღებს.
Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, მიხეილ ლომთაძე 2024 წლის აპრილში დაბრუნდა.
წყარო: bm.ge