რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი და იქ მდებარე საბავშვო ბაღი დაბომბეს | დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი

უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი და მისი შემოგარენი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
ს საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის გარეუბნის დაბომბვისას 3 კაცი დაშავდა. მათგან ორმა, 61 და 51 წლის მოქალაქეებმა ტვინის შერყევა მიიღეს. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. მესამე, 46 წლის დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული – მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,” – ამბობს ხერსონის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო და ასევე აღნიშნავს, რომ 64 წლის კაცი ანტონივკას დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი კი ამბობს, რომ რუსეთი თავს დაესხა შუმენის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა შენობის კედლები და ჩაიმსხვრა მინები. ანტონივკაში დაზიანდა 2 კერძო სახლი და გაზის მილი.