პრეზიდენტი კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
კესარია აბრამიძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ტრანსგენდერი ქალი, მოდელი, კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საკუთარ ბინაში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. სამართალდამცავებმა მკვლელობის ფაქტზე 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.
ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით აქვს წარდგჰენილი, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი