ამაზონის კალაპოტში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმზეა

უცხოური მედიის ინფორმაციით, ისტორიული გვალვის გამო ამაზონში მდინარის კალაპოტებში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმამდე შემცირდა, ან საერთოდ დაშრა. მდინარე ამაზონის ერთ-ერთ მთავარ შენაკადში, სოლიმოესში, წყლის დონე შემცირებულია, მდინარე ტაფე კი სრულად დაშრა.
Greenpeace-ის წარმომადგენელი, რომულო ბატისტა Reuters-თან აცხადებს, რომ წლევანდელი წელი კრიტიკულია, რადგან ტემპერატურული რეკორდები, რომლებიც გასულ წელს დამყარდა, ზედიზედ რამდენიმე თვემ უკვე მოხსნა.
მედიის ინფორმაციით, რეგიონში კრიტიკული გვალვა ზედიზედ მეორე წელია, რაც ფიქსირდება. თავის მხრივ ნიადაგის გამოშრობამ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ტყის ხანძრების გაახშირა. ბატისტა აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილებაზე არა მომავალში, 10-20 წლის შემდეგ, არამედ ახლავე უნდა ვიზრუნოთ.
ქალაქ ტაბატინგაში მდინარე სოლიმოეს კალაპოტში წყლის დონე საშუალოზე 4.25 მეტრით დაბალია, ტეფეში კი – 2.92 მეტრით. ნავარაუდებია, რომ წყალი კიდევ უფრო მეტად დაიწევს.
წყარო: bm.ge