იამალის ოჯახი მუქარებს იღებს და საცხოვრებლად გარეუბნიდან ბარსელონაში გადადის

“ბარსელონას” ამომავალი ვარსკვლავის 17 წლის ლამინ იამალის ბებიამ Espejo Público-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ოჯახი მუდმივად მუქარას იღებს, ეს კი ფეხბურთელის სანაკრებო არჩევანს უკავშირდება.
მოგეხსენებათ, იამალის მამა მაროკოელია, დედა კი ეკვატორული გვინეიდან, მაგრამ თავად ლამინი ესპანეთში დაიბადა და ამ ქვეყნის სახელით თამაში გადაწყვიტა.
ირკვევა, რომ როკაფონდაში, კატალონიის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში, სადაც თავად ფეხბურთელი გაიზარდა და მისი ოჯახი ცხოვრობდა (მუქარების შემდეგ საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდნენ), იამალის ოჯახი მუქარებს იღებდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამა წლის აგვისტოში ლამინის მამის დაჭრაც მის სანაკრებო
ამბავს უკავშირდება, რადგან ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვეს, რასაც იამალის მამახ ესწრებოდა, ყოველივეს შეკამათება და იამალის მამის მუნირის დაჭრა მოჰყვა.
· შინი.GE
· მარაო