აფრიკაში დიდთოვლობაა

აფრიკაში თოვლი მოვიდა. თოვლის საფარი ზოგან ორ მეტრამდეც კი აღწევს.
როგორც RBC-Ukraine-ი, France 24-ზე დაყრდნობით იტყობინება, ინტენსიური თოვა 21 სექტემბერს დაიწყო და მხოლოდ ერთ დღეში იმდენად დიდი ოდენობის ნალექი მოვიდა, რომ სამხრეთ აფრიკაში გზებიც კი დაიკეტა, ავტომობილები ავტომაგისტრალებზე ჩაიხერგნენ, პარალიზებული იყო შემოვლითი გზებიც.
სასწრაფო დახმარების სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ მანქანებში მყოფ ადამიანებთან მისვლას და დახმარებას, მუშოაბდა 24-საათიანი ცხელი ხაზი.
პროვინციებს შორის მოძრავი ავტობუსები ბენზინგასამართ სადგურებზე დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში გაჩერდნენ.
ადგილობრივი მეტეოროლოგების ინფორმაციით, თოვა გაგრძელდება და, დიდი ალბათობით, ნალექის ოდენობაც გაიზრდება.
კლიმატოლოგები და გარემოს დამცველები დიდი ხანია უკვე კლიმატის ცვლილებაზე მიუთითებენ.
ბოლო კვირებში ბუნება რამდენიმე ანომალიით გამოირჩეოდა: ში რეკორდულად თბილი სექტემბერია, ხოლო ოდესაში ძლიერად წვიმს. რაც შეეხება, ევროპას, წყალდიდობა დაფიქსირდა პოლონეთსა და ჩეხეთში, ხოლო თოვლი დაფიქსირდა ქვედა ავსტრიაში. ევროპაში უამინდობის გამო უკრაინის მიმართულებით მიმავალი მატარებლები დროებით გაუქმდა.