არც ფერგიუსონი და არც ზიდანი – რომელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით აქვს კრიშტიანო რონალდოს ყველაზე მეტი გოლი გატანილი

Transfermarkt-მა სია შეადგინა, თუ რომელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გაიტანა ყველაზე მეტი გოლი ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ.
საინტერესოა, რომ მსოფლიო ვარსკვლავმა ყველაზე მეტი (168) ბურთი მადრიდის “რეალში” ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით შეაგდო.
“მანჩესტერ იუნაიტედი” სერ ალექს ფერგიუსონის მენეჯერობის დროს 118-ჯერ გაიტანა, “რეალში” კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის დროს კი 112-ჯერ.
სრული სია ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ.