უკრაინელებმა 10 ოლქში რუსების 71 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 სექტემბრის ღამეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და კიდევ ექვსი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლით დაპირისპირების შედეგად ლოკაციურად დაიკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის საჰაერო სივრციდან „ხ-59/69“ ტიპის ორი მართვადი რაკეტა გაუშვეს, Shahed-ის ტიპის 80 დრონით კი უკრაინის ტერიტორია ს ქალაქ იეისკიდან და კურსკის ოლქიდან შეუტიეს.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა ხმელნიცკის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ს, სუმის, პოლტავას, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში.