პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა იმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან

პარლამენტში კულტურის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა იმართება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ღონისძიება კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ გახსნა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე , ასევე პირველი ვიცე – სპიკერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საკონსულტაციო საბჭოს მდივანი ვალერი ასათიანი მიმართავენ, რის შემდეგაც გაიმართება პანელური დისკუსია, რომლის მოდერატორიც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იქნება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ასევე – ის, გერმანიის, ჩეხეთის, იტალიის, იაპონიის, ბულგარეთის, ჩინეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის ელჩების მოხსენებების მოსმენა.
პანელური დისკუსიის ფარგლებში განიხილავენ სახელოვნები განათლების რეფორმის მნიშვნელობას, სამშვიდობო პროცესში კულტურის როლს და კულტურისა მეშვეობით ლიდერი ქალების როლს საზოგადოებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგი კაპანაძე „გრანტების შესახებ“ კანონზე – მსგავსი ტიპის კანონები კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში ჩაგვაგდებს, ვერასდროს წავალთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე – ყველა საელჩო რაღაც ეტაპზე “ქუდს დაიხურავს” და ამ ქვეყნიდან წავა