თემურ ცამციშვილი – რას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა – დანგრეულ გელათს, თუ აღდგენილ ბაგრატს, ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს, თუ დანგრეულ პარლამენტის შენობას?

რას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა – დანგრეულ გელათს, თუ აღდგენილ ბაგრატს, ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს, თუ დანგრეულ პარლამენტის შენობას, ქუთაისს, როგორც ტურისტულ, ევროპული სტილის სუფთა მოწესრიგებული ქალაქს, თუ მიტოვებულ და დასჯილ ქუთაისს?, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა განაცხადა.
ცამციშვილი დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერს ქუთაისი სწორ არჩევანს გააკეთებს.
„აღდგენილი ბაგრატი, თუ დანგრეული გელათი – მარტივი ასარჩევია რას უნდა ქუთაისმა ხმა მისცეს. ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია გელათის მონასტერი და გაანადგურა ფრესკები. ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისიდან პარლამენტის შენობა გადაიტანა, ქუთაისის პარლამენტის შენობა მიატოვა და დაანგრია.
ბიძინა ივანიშვილმა არ მოაგვარა, თუნდაც ნაგავსაყრელის პრობლემა, რომლის მოგვარებაც წინა ხელისუფლების დროს გათვალისწინებული იყო და პროექტი 2014 წელს უნდა დასრულებულიყო.
კითხვა ეს არის – რას უნდა მისცენ ქუთაისელებმა ხმა, დანგრეულ გელათს, თუ აღდგენილ ბაგრატს, ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს, თუ დანგრეულ პარლამენტის შენობას, ქუთაისს როგორც ტურისტულ, ევროპული სტილის სუფთა მოწესრიგებული ქალაქს, თუ მიტოვებულ და დასჯილ ქუთაისს ?
დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქუთაისი სწორ არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ