ირანმა რუსეთს Fath-360-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამშვების გარეშე გაუგზავნა – Reuters

გამოცემა Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა რუსეთს სთან ომში გამოსაყენებლად Fath-360-ის ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გადასცა, თუმცა მათთვის განკუთვნილი სარაკეტო გამშვებები არ გაუგზავნია.
როგორც დაზვერვის სფეროში მომუშავე ანონიმურმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბრისას თქვა, არ მოელიან, რომ ირანი რუსეთს მომავალში სარაკეტო გამშვებებს გადასცემს.
ორმა ექსპერტმა გამოცემასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამის ახსნა რამდენიმენაირად შეიძლება. მათი თქმით, ერთი მხრივ, შესაძლებელია, რომ ირანის მსგავსად მანქანების გადაკეთებას აპირებს, რათა მათზე რაკეტები განათავსოს. მეორე მხრივ, შესაძლოა, რომ ირანი ამით დასავლეთთან დაძაბულობის შემცირებაზე მოლაპარაკების ხელშეწყობას ცდილობს.
აგვისტოში Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ირანის მიერ რუსეთისთვის Fath-360-ის ტიპის რაკეტების გადაცემის გეგმაზე წერდა.
10 სექტემბერს -ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციათა პაკეტი დააანონსა. 11 სექტემბერს კი აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებმა ირანიდან და რუსეთიდან ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ სუბიექტებს სანქციები დაუწესეს.
“დიდი ალბათობით, რუსეთი ირანისგან მიღებულ რაკეტებს უკრაინელების წინააღმდეგ შემდეგი კვირების განმავლობაში გამოიყენებს” – თქვა ბლინკენმა ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან, დეივიდ ლამისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ 120 კილომეტრის რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ გრძელრადიუსიანი რაკეტები უკრაინაში უფრო შორსმდებარე სამიზნეებისთვის გამოიყენოს, ვინაიდან აქამდე რუსეთი მათ ახლო სამიზნეებზე თავდასხმისთვის იყენებდა.
ირანის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა დიდმა ბრიტანეთმაც. დეივიდ ლამის თქმით, მან და ბლინკენმა განიხილეს “აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობა ირანის დასასჯელად, რომელიც გლობალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის”.
სანქციების საპასუხოდ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო.
“განვმეორდები კიდევ ერთხელ, აშშ და E3 (გერმანია,საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) გაუმართავი დაზვერვისა და მცდარ ლოგიკაზე დაყრდნობით მოქმედებს. ირანს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტები არ გადაუცია. წერტილი.. სანქციები გამოსავალი კი არა, პრობლემის ნაწილია”. – წერდა არაღჩი.
16 სექტემბერს რუსეთისთვის ბალიტიკური რაკეტების გაგზავნა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმაც უარყო და თქვა, რომ ირანს მისი პრეზიდენტობის პერიოდში, შესაბამისად, მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე, რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია.
მანამდე, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, აჰმად ბახშაიეშ არდესტანმა ცნობები 24 საათზე ნაკლებ დროში დაადასტურა მას შემდეგ, რაც იმავე ცნობები გაეროში ირანის მისიის წარმომადგენელმა უარყო.
ამავდროულად, კრემლმა არ უარყო, რომ რუსეთმა ირანისგან მოკლე რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტები მიიღო. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს CNN-ისა და WSJ-ს მიერ გავრცელებული ცნობების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომელზეც პესკოვმა უპასუხა, რომ “ასეთი ინფორმაცია რეალობას ყოველთვის არ შეესაბამება”.
წყარო: ტაბულა