“ლეგენდების მატჩში” პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომლის ძირითადი დროც 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებს პირველი გოლით უპირატესობა გიორგი დემეტრაძემ მოუტანა.
მატჩის მეორე ნახევარში, ანგარიში “მილანის” ფეხბურთელმა, მარკო ბორიელომ გაათანაბრა.
ამის შემდეგ საქართველო კვლავ დაწინაურდა დავით სირაძის გოლით, თუმცა საბოლოოდ ანგარიში “მილანის” ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფისმა გაათანაბრა.
ცნობისთვის, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართა.
ამხანაგურ შეხვედრაში „მილანის” ძველი თაობის ფეხბურთელები: კაკა, რივალდო, სერჟინიო, ზეედორფი, კაფუ და სხვები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემადგენლობას, მ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი ქინქლაძემმ, მ, მიხეილ ყაველაშვილმა და სხვებმა ითამაშეს.