ჩემთვის მართლაც შემაშფოთებელია საზოგადოების გარკვეული წრეების ე.წ. ბულინგი, შეურაცხმყოფელი განცხადებები – პრემიერი ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე

ჩემთვის მართლაც შემაშფოთებელია საზოგადოების გარკვეული წრეების ე.წ. ბულინგი, შეურაცხმყოფელი განცხადებები – პრემიერი ლაშა ტალახაძესა და გენო პეტრიაშვილზე
“ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მხოლოდ სპორტსმენები არ არიან. მათ პირველ რიგში, პატრიოტიზმით და ქვეყნის სიყვარულით ჩადეს უდიდესი შრომა იმ წარმატებაში, რომელსაც ქვეყნისთვის მიაღწიეს” – “შაბათის კურიერში”, ლაშა დვალიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკაში სპორტსმენების ჩართულობაზე ისაუბრა.
როგორც აცხადებს, მისთვის სპორტსმენების მიმართ ე.წ. ბულინგი და შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელთან ერთად, აბსოლუტურად გაუგებარია:
“ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მხოლოდ სპორტსმენები არ არიან. მათ პირველ რიგში, პატრიოტიზმით და ქვეყნის სიყვარულით ჩადეს უდიდესი შრომა იმ წარმატებაში, რომელსაც ქვეყნისთვის მიაღწიეს. პატრიოტიზმი არის უპირველესი ფაქტორი რატომაც ჩვენ ეს საერთო გადაწყვეტილება მივიღეთ. პარლამენტში ჩვენ გვჭირდება პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც შესტკივათ გული საკუთარ ქვეყანაზე და ეს იყო გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი. ჩემთვის მართლაც შემაშფოთებელია საზოგადოების გარკვეული წრეების ე.წ. ბულინგი, შეურაცხმყოფელი განცხადებები. მგონია, რომ სინამდვილეში ასეთ ადამიანებს არც სპორტზე შესტკივათ გული და არც ქვეყანაზე. იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიციას ჰყავდა წარდგენილი გამორჩეული სპორტული მიღწევების მქონე ადამიანები საკუთარ სიაში, ბოლო ასეთი პარლამენტში იყო ოლიმპიური ჩემპიონი კვირკველია. მე არ მახსენდება ჩვენი გუნდის არცერთი წარმომადგენელი, რომელიც პატივისცემით არ ხვდებოდა ამ კაცს. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდა მისი პოლიტიკური კუთვნილება, მაგრამ მას აქვს განსაკუთრებული დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. არ შეიძლება მას ცხოვრების ბოლომდე არ დაუფასო ის დამსახურება, რომელიც აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე.
როცა გამოდიხარ და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ყველა სინჯის ოლიმპიური მედლის მქონეს, მრავალგზის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს შეურაცხყოფას აყენებ მათი პოლიტიკური არჩევანის გამო, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უბრალოდ არ შეგტკივა გული არც სპორტზე და არც ქვეყანაზე. ჩემთვის ეს დამოკიდებულება არის მიუღებელთან ერთად, აბსოლუტურად გაუგებარი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა