ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის

თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, მ განაცხადა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრისა.
მისივე თქმით, „გამბედაობით, ბრძოლით, ისტორიული გადაწყვეტილებით რუსულ რეჟიმს ხელიდან ჩვენი სამშობლო გამოვტაცოთ და ქართველ ხალხს დავუბრუნოთ“.
„თბილისის სული ყველაზე კარგად ჩანს აქ, თანამედროვე შენობებით და წარსულის ტრადიციების ერთობლიობით. ჩვენი მოაზროვნეები იყვნენ ევროპული ცივილიზაციის ღირსეული წარმომადგენლები. თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი. ჩვენი გამბედაობით, ბრძოლით, ისტორიული გადაწყვეტილებით რუსულ რეჟიმს ხელიდან ჩვენი სამშობლო გამოვტაცოთ და ქართველ ხალხს დავუბრუნოთ. ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, მაგრამ ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის და ბედნიერებისთვის. ჩვენ დავდეთ ფიცი, რომ არავინ ჩვენი რიგითი მხარდამჭერი თუ პარლამენტარი არ იქნება ივანიშვილთან გარიგებული, გთხოვთ ყველას ოპოზიციიდან ვისიც ჩვენ გვჯერა და მათაც, ვისშიც ჯერ არ ვართ დარწმუნებული ეს ფიციც სახელმწიფოს დაცვას ემსახურება, ვერ წაიღებს ჩვენ სამშობლოს და ევროპულ მომავალს. მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ დავხუროთ თემა, სამუშაო ბევრია, დიდი შრომა გვაქვს წინ, ნუ გადავიტანთ ჩვენ მზერას საკითხებზე, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი. დავანებოთ თავი სიებზე, გაერთიანებებზე, წილებზე ამ სიებში თავი და ვისაუბროთ როგორ გავიმარჯვებთ, როგორ დავიცავთ ხმებს და წინ როგორ წავალთ, ჩვენი გზა ევროპაშია”, – განაცხადა გვარამიამ თბილისის საარჩევნო კამპანიის შეხვედრისას ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება