ელენე ხოშტარია – ქართველი ხალხი არის ევროპელი და ევროპის კარი ღიაა, ამისთვის საჭიროა ცვლილების გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა გახდება ჩვენი ნაწილი

ქართველი ხალხი არის ევროპელი და ევროპის კარი ღიაა, ამისთვის საჭიროა ცვლილების გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა გახდება ჩვენი ნაწილი, – ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის, ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ისანსა და სამგორში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
მისივე თქმით, „ცვლილება გვინდა არა ჩანაცვლებისთვის, არამედ ცვლილებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 26-ში“.
„თბილისი არის ევროპის დედაქალაქი, ეს არის სიტყვები, რომელიც ჩვენ ბერლინიდან გვესმის, ჩვენი ბრძოლით თვეების კვირების განმავლობაში იამაყეს ქართველი ხალხით. ქართველი ხალხი არია ევროპელი და კარი არის ღია, ცვლილების გაკეთება, ხმების დაცვა და ევროპა გახდება ჩვენი ნაწილი. ცვლილება გვინდა არა ჩანაცვლებისთვის, არამედ ცვლილებისთვის, ევროპული მომავლისთვის, სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ 26-ში. ჩვენ ვნახეთ თბილისი, , ქუთაისი მათ არჩევანი გააკეთეს ევროპაზე, ახლა სწორედ ეს არჩევანი უნდა გავაფორმოთ, ქართულ პასპორტთან ერთად გექნებათ ევროკავშირის პასპორტი. ამაყი ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ისტორიული მისია და ევროპაში დავბრუნდეთ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება