ნიკა მელია – თბილისი ეს არის ადგილი, რომელსაც შესწევს ძალა ცვლილების, თბილისს სურს ცვლილებები

მივესალმები ქალაქს, რომელმაც იცის ცვლილების დრო, ქალაქი, რომელმაც ცვლილების ფასი იცის, თბილისი ეს არის ადგილი, რომელსაც შესწევს ძალა ცვლილების, თბილისს სურს ცვლილებები, – ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიცია „ცვლილებისთვის” სისტემური ცვლილები სურს.
„მივესალმები ქალაქს, რომელმაც იცის ცვლილების დრო, ქალაქი, რომელმაც ცვლილების ფასი იცის, თბილისი ეს არის ადგილი, რომელსაც შესწევს ძალა ცვლილებისთვის. თბილისს სურს ცვლილებები. ქვეყანაში ორჯერ მეტია, ვისაც სურს ცვლილებები და არა ჩანაცვლება. ჩვენი კოალიციის საარჩევნო #4-ით სურს სისტემური ცვლილები. სწორედ ამიტომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ამომრჩევლებთან შეხვედრას და დავიწყეთ ორი განსხვავებული და ძვირფასი უბნით – ეს არის ისანი და სამგორი. თბილისი ყველას ქალაქია, გარდა სიძულვილისა, გარდა დაპირისპირებისა, ამ ქალაქში ყველამ სიამაყით უნდა ვიცხოვროთ. ყველას შვილებმა ერთად უნდა იცხოვროს. ჩვენ გვინდა კოალიციური ხელისუფლება, რატომ #4 ნომერი და კოალიცია „ცვლილებისთვის“ – პირველი – ჩვენ ვართ პრინციპის ერთგულები, ქალაქი თბილისი არის ამაყი ქალაქი, ის არ მიიღებს არასწორ დირექტივებს, 26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე”, – განაცხადა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის