გიორგი ბოტკოველი – კახელი მევენახე ქარხანაში ყურძნის ჩამბარებლიდან უნდა ვაქციოთ მეწარმედ, რომელსაც ექნება ღვინო და გაიცნობს მსოფლიო

ერთხელ და სამუდამოდ, კახელი მევენახე ქარხანაში ყურძნის ჩამბარებლიდან უნდა ვაქციოთ მეწარმედ, რომელსაც ექნება ღვინო და გაიცნობს მსოფლიო. სწორედ ამაზე ზრუნავდა . დარწმუნებული ვარ, რომ მას და თითოეულ ჩვენგანს, ამის შესაძლებლობა გვექნება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ყვარელში, ილიას ტბაზე, კოალიციის ლიდერებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში მარანი გააკეთა იმიტომ, რომ ამით სურდა ქართული ღვინის პოპულარიზაცია.
„ჩვენ სიმბოლურად ვიმყოფებით ილია ჭავჭავაძის, ფაქტობრივად, მამულებში: ადგილზე, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ამაყობდა ამ ლამაზი მთებით, ბუნებით. ილია იყო ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თქვა, რას ნიშნავს ევროპული განათლება, ევროპული კეთილდღეობა. სიმბოლურია ასევე, რომ ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილას, საიდანაც სულ რაღაც ასეულობით მეტრში არის მიხეილ სააკაშვილის მარანი. ეს მარანი მან იმიტომ შექმნა, რომ ამ მარნით სურდა ქართული ღვინის პოპულარიზაცია. იქ ჩამოდიოდნენ და დარწმუნებული ვარ, კიდევ ჩამოვლენ, ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტები, -ის სენატორები, კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, აქ აგემოვნებდნენ კახურ ღვინოს და შემდეგ გაჰქონდათ ის თავიანთ სამშობლოში. სწორედ ასე უნდა მიუდგეს პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ხალხთან დამოკიდებულებას, ასე უნდა იზრუნოს დარგის განვითარებაზე“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე თქმით, „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ წარდგენილი აქვს გეგმა, რომლითაც ყურძნის და თითოეული ოჯახის შრომა ფასდება.
„ხელისუფლება ფასს არ უნდა აწესებდეს და თავისი მაფიოზური კლანის გამდიდრებისთვის არ უნდა ზრუნავდეს, რათა კახური ღვინის მოსავალი შემდგომ სპირტად აქციოს და გამდიდრდეს ისევ ივანიშვილი, ისევ ივანიშვილის ოჯახი და კლანი, არა! ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ პოპულარული გახდეს კახური ღვინო და პოპულარობა ნიშნავს იმას, რომ მეტი საოჯახო მარანი უნდა შეიქმნას. ერთხელ და სამუდამოდ, კახელი მევენახე ქარხანაში ყურძნის ჩამბარებლიდან უნდა ვაქციოთ მეწარმედ, რომელსაც ექნება ღვინო, იქნება პოპულარული და გაიცნობს მსოფლიო. სწორედ ამაზე ზრუნავდა მიხეილ სააკაშვილი და დარწმუნებული ვარ რომ მას, თითოეულ ჩვენგანს, გვექნება ამის შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში, კახეთში, ყურძნის ფასი უნდა იყოს რქაწითელის შემთხვევაში 2 ლარი – 2 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საფერავის შემთხვევაში სამი ლარი – სამი ლარი და 50 თეთრი“, – განაცხადა ბოტკოველმა.
როგორც მან აღნიშნა, ყველა ეს გეგმა შესრულდება, როდესაც შეძლებენ პირველივე წელს ევროკავშირიდან მოიზიდონ, სულ მცირე, 120 მილიონი დოლარი. ამ თანხით, კი 2000 მცირე საწარმოს დააფინანსებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება