გიორგი ვაშაძე – სააკაშვილმა უსწრაფესად აგვაშენებინა იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ლოპოტა, ილიას ტბა – ეს არის ხედვა და სამშობლოს სიყვარული

პირველად რომ ვთქვით, ლოპოტა ტურისტული ცენტრი იქნებოდა, ხალხმა სიცილი დაიწყო, რა უნდა ლოპოტაზე ტურისტულ სივრცესო. ახლა, ლოპოტა რა არის? – ეს არის ხედვა და სამშობლოს სიყვარული”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ყვარელში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ს ხელისუფლების დროს კახეთში ხალხისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა, ხოლო “ოცნება” მხოლოდ სასახლეების მშენებლობითაა დაკავებული:
„სააკაშვილის ამბავი ვახსენეთ და ახლა, სადაც ვდგავართ, „ყვარლის ტბა“, იუსტიციის სასწავლო ცენტრი უსწრაფესად აგვაშენებინა. ლოპოტაა აქედან რამდენიმე კილომეტრში და პირველად რომ ვთქვით, ტურისტული ცენტრი იქნებოდა, ხალხმა სიცილი დაიწყო, რა უნდა ლოპოტაზე ტურისტულ სივრცესო. ჩავიდეთ ახლა, ლოპოტა რა არის? ეს არის ხედვა და სამშობლოს სიყვარული, მაგრამ მათ უნდათ, რომ მარტო მთა გადაჭრა, თავიანთთვის სასახლე აიშენონ და ღარიბმა ადამიანებმა მათ მდიდრულ სასახლეებს უყურონ, ამას ჩვენ არ შევეგუებით არც ერთ შემთხვევაში.
ამიტომაც იმ 14 მილიარდში, რომელიც მოგვაქვს, გათვალისწინებულია 120 მილიონი მარტო მევენახეობისთვის, იგივე სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე მინიმუმ მილიონი ევრო მოდის, მარტო ვაზზე ხომ არ არის? კახეთში მეხორბლეობაცაა განვითარებული, როგორ შეიძლება ხორბლის მოსავალი ულპებოდეს ადამიანს, როცა პურის დეფიციტია მსოფლიოში, მაგრამ მათ აქვთ მონოპოლიები, მათ ყველაფერი, ხალხს არაფერი. სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მოვითმინოთ? აუცილებლად დიდი გამარჯვება იქნება 26 ოქტომბერს, კახეთში გვყავს ძალიან მაგარი გუნდი, ბოტკოველი, ბეჟაშვილი, ცისკარიშვილი, თქვენ ყველა, ვინც აქ ხართ, თქვენ ხართ საქართველოს ნამუსი და სინდისი, თქვენ რომ არ იყოთ საქართველო ფეხზე არ იქნებოდა, თქვენ რომ არ იყოთ, ახლა აქ იქნებოდა , თქვენ რომ არ იბრძოდეთ, საქართველო ევრაზიულ კავშირში იქნებოდა გაწევრიანებული”, -განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება