გიორგი ვაშაძე – „ოცნებამ“ მოიტანა გაჭირვება, კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია, რუსეთი, ჩვენ მოგვაქვს ევროპა, კეთილდღეობა, ინვესტიციები – ეს არის სხვაობა ჩვენსა და მათ შორის

„ქართული ოცნება“ მარცხდება და ვიმარჯვებთ ჩვენ, იმარჯვებთ თქვენ, 26 ოქტომბერს „ოცნების“ დამარცხების დრო მოვიდა, იმიტომ, რომ მათ მოაქვთ ბოროტება, დაპირისპირება, ყველაფერი ის, რაც ღირსებასთან შეუთავსებელია, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ყვარელში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ვაშაძე აღნიშნავს, „ოცნება” ხალხს ჰყოფს და აპირისპირებს, ხოლო „ერთიანობას” მოაქვს კეთილდღეობა, დასაქმება და განვითარება -სთან და ევროკავშირთან ერთად.
„ქართველი ხალხი არასდროს მოიხდის ბოდიშს მტრის წინაშე და ამას ჩვენ 26 ოქტომბერს მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ. „ოცნება“ შერიგებაზე საუბრობს, არადა მთელი მათი მმართველობა დაპირისპირებაზეა აგებული, ვინ შეარიგეს? დააპირისპირეს ხალხი, გადაკიდეს ერთმანეთს, მტრის ხატის ძიება, მუდმივად გადაბრალება სხვაზე. მივმართავ ივანიშვილს – ეს არის შერიგება, რაც ახლა საქართველოშია? – ეს გახლეჩაა! შერიგება და ერთიანობა მოგვაქვს ჩვენ! დიახ, ეროვნული თანხმობა, საქმის კეთება, განვითარება, ეს სჭირდება დღეს საქართველოს, მოჰბეზრდა ქართველ ხალხს მუდმივი ლანძღვა, რომ თურმე ყველაფერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, მიშა სააკაშვილის ბრალია. 12 წელია ხართ ხელისუფლებაში, ხალხო, თქვენ თავს დაუსვით კითხვა, რა მოიტანეთ საქართველოში, მოიტანეთ- მეტი გაჭირვება, კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია და მოიტანეთ , მეტი რა მოიტანა “ქართულმა ოცნებამ”? ჩვენ მოგვაქვს ევროპა, კეთილდღეობა, განვითარება, ერთიანობა, ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და რაც მთავარია, ძლიერი ქართული ოჯახი – ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნება“ მარცხდება.
„მათ უნდათ, რომ ის უვიზო მიმოსვლა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, ესეც კი შეგვიწყვიტონ. ჩვენ გვინდა, რომ უვიზო მიმოსვლა დავიწყოთ აშშ-სთან, მათ უნდათ, რომ აშშ მტრად გამოაცხადონ, ჩვენ გვინდა, რომ 14 მლრდ მოვიტანოთ, მათ უნდათ, რომ იყვნენ კარგად, ბიუჯეტის ფული შეხრან და ხალხი იყოს უკიდურეს გაჭირვებაში, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის და როგორ შეიძლება “ოცნებამ” გაიმარჯვოს ამ არჩევნებზე? პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც გააქცია მილიონი ადამიანი ქვეყნიდან. შობადობა 20 000 კაცით შემცირდა ქვეყანაში, ისედაც 60 000 ბავშვი იბადებოდა და კიდევ შემცირდა, როგორ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს, სადაც დემოგრაფიული კატასტროფაა?
გამოდიან და ამბობენ ხალხი დავასაქმეთო, სირცხვილი არ არის? სად არის სამუშაო ადგილი საქართველოში 300 და 200 ლარს რომ ადამიანებს უხდიან, ამას სამუშაოს ეძახიან ესენი. არა მეგობრებო, ჩვენ შემოვიტანთ საქართველოში 14 მილიარდს და მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი, ხოლო საშუალო ხელფასი 3500 ლარი, ამის პირობას გაძლევთ ჩვენ. 26 ოქტომბერი არის მართლაც რეფერენდუმი, ერთ მხარეს არის სიღატაკე იზოლაციაში, მეორე მხარეს არის კეთილდღეობა ევროკავშირში, ძალიან მკაფიოა არჩევანი, მერწმუნეთ ბევრი, ვინც ხმამაღლა არ ამბობს, მივა საარჩევნო ურნასთან და გააკეთებს პოზიტიურ არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ, ჩვენ წავალთ წინ და ისინი დარჩებიან იმ ჭაობში, რომელსაც ამდენი ხანი იშენებდნენ, ჩვენ გვერდითაა მთელი მსოფლიო, ამას მოწმობს სანქციები, ჩვენ მხარესაა სიკეთე, წინ დიდი გამარჯვებისკენ, „ოცნება“ მარცხდება, მთავარია დავიჯეროთ, სიმართლე იმარჯვებს!” – განაცხადა ვაშაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება