მეუფე იაკობი: მინდა მივმართო იმას, კაპასი დედაკაცივით რომ ლაპარაკობს, გერმანელს, არ შემიშვებენ ევროპაში, არც მჭირდება

არ­ცერ­თი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონ­ტრი­ბუ­ცი­ით, ხან ავ­ღა­ნეთ­ში დავ­ყავ­დით – ნუ დაგ­ვა­მად­ლის ნუ­რა­ვინ ნუ­რა­ფერს, თუ ჩვენ­თან მე­გობ­რო­ბა უნ­დათ, იმე­გობ­რონ, არ უნ­დათ და ოთხი­ვე მხა­რეს გზა ხსნი­ლია, ჩვენ მთა­ვა­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბა ავირ­ჩი­ოთ და სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის დიდი ხა­რის­ხია, იმათ­თან კარ­გად უნდა ვი­ყოთ, ცუ­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს ვინ­მეს­თან, მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი ვართ და გა­დაგ­ვივ­ლი­ან, – ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ჭო­ტო­რის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან ქა­და­გე­ბი­სას ოპო­ზი­ცი­ა­საც მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მთავ­რო­ბი­სად­მი მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა და­იც­ვან, როცა სა­ქარ­თვე­ლოს „ტყუ­ი­ლად უტე­ვენ“.

“ვაზ­როვ­ნებთ, ტყუ­ილ­საც ვხვდე­ბით და ყვე­ლა­ფერს, ვფიქ­რობ, რომ ამე­რი­კე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად მო­სა­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი ხალ­ხია და ეს პრობ­ლე­მე­ბი მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა მხრის­თვის და­დე­ბი­თად გა­და­წყდე­ბა, მაგ­რამ ოპო­ზი­ცი­ას მინ­და მივ­მარ­თო, როცა უცხო­ე­ლია და შენ ქვე­ყა­ნას თუნ­დაც უტევ­დეს, ის უცხო­ე­ლია და თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი აქვს და ვერ ეტყვი, რა­ტომ მი­ტევ?

ერ­თია, კა­პა­სი ქა­ლი­ვით გა­მო­დის, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა… გა­მო­დის და გვი­ტევს ქარ­თვე­ლებს. კაცი რომ ხარ, ხომ არ უნდა იწყევ­ლე­ბო­დე?! შენ რომ ქარ­თვე­ლი ხარ და ტყუ­ილს რომ ლა­პა­რა­კობს შენს ერზე, რო­გორ არ გა­მო­დი­ხარ? – შენ გგო­ნია, ის დაგ­სვამს სკამ­ზე? მოვა არ­ჩევ­ნე­ბი და არ აგირ­ჩევთ ხალ­ხი და ეგ იქ­ნე­ბა, შენ უნდა და­იც­ვა ქვე­ყა­ნა, მთავ­რო­ბას­თან ხარ ცუ­დად თუ ოპო­ზი­ცი­ას­თან, რო­დე­საც გი­ტე­ვენ, ქარ­თველ­მა სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­იც­ვა, თა­ნაც ტყუ­ი­ლად გვი­ტე­ვენ.

რო­მე­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი ეგე­ნი არი­ან, ჭკუა დაგ­ვა­რი­გონ, ბალ­ტი­ის­პი­რე­ლებ­მა თუ ვინ, თა­ვი­ანთ საქ­მეს მი­ხე­დონ. დაგ­ვიდ­გა ის დრო, რომ დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში ქარ­თვე­ლებს ჩვე­ნი ად­გი­ლი გვქონ­დეს. იმ­პე­რი­ო­ბას კი არ ვა­პი­რებთ, მაგ­რამ დაგ­ვა­ფა­სეთ რა! ამი­ტომ ღმერ­თმა დიდი ძალა, რომ მოგ­ცა ნუ და­მი­წყებ და­ჩაგ­ვრას, იცო­დეთ, რომ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია იქ იქ­ნე­ბა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი იდ­გე­ბა, არ­ცერთ ლი­დერს არ გაჰ­ყვე­ბა, თქვენ­თან ერ­თად იდ­გე­ბა, სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე და სული რომ აღ­მოგ­ვხდე­ბა, მა­ინც თქვენ­თან ვიქ­ნე­ბით, არაფ­რის არ შე­გე­შინ­დეთ, ეს დროც გა­სავ­ლე­ლი გვაქვს. რო­გორც მე­გობ­რე­ბი ან და­შორ­დე­ბი­ან ან რა­ი­მე იქ­ნე­ბა, არ­ცერ­თი ერის ვალი არ გვაქვს, თუ რამე იყო კონ­ტრი­ბუ­ცი­ით ხან ავ­ღა­ნეთ­ში დავ­ყავ­დით და დღეს თურ­მე შე­საძ­ლოა ჩვენ ჯარს დახ­მა­რე­ბაც შე­უ­წყვი­ტონ, ჯარი მთავ­რო­ბის ხომ არ არის, ის ჩვე­ნია.

არა­ვის არ ვე­მუქ­რე­ბით, მაგ­რამ ვინც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ წავა, ყვე­ლას მივ­ხე­დავთ, ჭკვი­ა­ნად უნდა იყ­ვნენ! დღე­ვან­დელ დღემ­დე ისე მო­ვე­დით, სულ ჩვე­ნი და­ჩაგ­რა უნ­დო­დათ, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­რჩით, ვე­ნა­ხებს გვიწ­ვავ­დნენ და გვი­ჩე­ხავ­დნენ, მა­ინც ვა­შე­ნებ­დით, ნუ დაგ­ვა­მად­ლის ნუ­რა­ვინ ნუ­რა­ფერს, თუ ჩვენ­თან მე­გობ­რო­ბა უნ­დათ იმე­გობ­რონ, არ უნ­დათ და ოთხი­ვე მხა­რეს გზა ხსნი­ლია, ჩვენ მთა­ვა­რია თა­ვი­სუფ­ლე­ბა ავირ­ჩი­ოთ და სა­დაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის დიდი ხა­რის­ხია, იმათ­თან კარ­გად უნდა ვი­ყოთ, ცუ­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბა არ გვაქვს ვინ­მეს­თან, მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ერი ვართ და გა­დაგ­ვივ­ლი­ან. არა­ვის არა­ფერს არ ვუ­შა­ვებთ და რა დღე­ში ვართ, გა­და­ხე­დეთ თქვენს ნერ­ვებს.

მინ­და მივ­მარ­თო იმას, კა­პა­სი დე­და­კა­ცი­ვით რომ ლა­პა­რა­კობს, გერ­მა­ნელს, მე არ მე­ში­ნია ამის თქმის, არ შე­მიშ­ვე­ბენ ევ­რო­პა­ში არც მჭირ­დე­ბა, რუ­სეთ­ში ისე­დაც არ დავ­დი­ვარ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­საც არ დავ­დი­ო­დი, თვი­თონ იკი­თხონ, თუ ჩვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გეს“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება