პედრი და “ბარსელონა” შეთანხმებას ცდილობენ – ახალგაზრდა ფეხბურთელი სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგლძრივებს

Jijantes-ის ინფორმაციით, დიდია ალბათობა იმისა, რომ “ბარსელონას” 21 წლის ნახევარმცველმა პედრიმ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგლძრივოს.
“ბლაუგრანას” სპორტული დირექტორი დეკო ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაელაპარაკა და სავარაუდოდ, შეთანხმებაც მალე შედგება.
პედრი “ბარსელონაში” 2020/21-წლების სეზონიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მან ჯამში 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა.