გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!

კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე -ს ყოფილი თანამშრომლის, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებას.
ვაშაძემ ჟურნალისტს მოუწოდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კითხვა ძალოვან სტრუქტურებს დაუსვას.
„ეს კითხვა სუს-ს და პროკურატურას დაუსვით, მე ნუ მისვამთ ამ კითხვას. მათ მსგავსი საკითხები სჭირდებათ, რომ ახალი რაღაც შეთხზან. როგორც მაგალითად, კაცს სასამართლო პროცესზე ჩემს წინააღმდეგ აალაპარაკეს. რატომ გაჩუმდნენ? იმიტომ რომ ყოველდღე სისულელეებს მიგონებენ. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. თქვენც გათავისუფლდებით, მათ შორის, მედია იქნება თავისუფალი და პროპაგანდის დავალება არასდროს, მედიასაშუალებებს სამთავრობო უწყებებიდან არ ექნებათ… ამ სიგიჟის თქვენ გჯერათ? „ქართული ოცნება“ მარცხისთვის, გაკოტრებისთვისაა განწირული. მას სჭირდება თემები, რომელზეც თქვენ კითხვებს დაგასმევინებთ. სიგიჟე არ არის, კაცი, რომელსაც სასჯელი მისჯილი აქვს, საზღვარზე მოდის, ანუ რას შვება, ფაქტობრივად, სამართალდამცავ ორგანოებს ბარდება. სიგიჟეზე გასმევინებენ შეკითხვებს, პირდაპირ გეუბნებით. რა სხვა სახელი და გვარით, ფოტოსურათით ამომცნობი რომ დგას იქ, არ იცით? აგიხსნათ, როგორ მუშაობს საზღვარი? კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს თაღლითური ტყუილი მოგონილია ამ ანტიქართველების მიერ, რომ იზოლაციისკენ წაგვიყვანონ. კითხვა დაუსვით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რატომ შეიძლება საფრთხის წინაშე დადგეს. კითხვა დაუსვით, რატომ თანამშრომლობს რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან. თქვენ არ გეხებათ? თქვენც გეხებათ, თქვენც ვერ ივლით უვიზოდ, თქვენი გზებიც დაინგრევა და თქვენც გრაფიკით გექნებათ შუქი. ღმერთმა ნუ ქნას, ეგენი ხელისუფლებაში დარჩნენ. კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა ეს კითხვა დაუსვით იმ მეორე მხარეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი დააკავეს. მან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა.
დარჩო ხეჩუაშვილს მსჯავრდადებულზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წელს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში