„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კახეთში რთველში მონაწილეობდნენ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა კახეთში, რთველში მიიღეს მონაწილეობა.
„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, მათ პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო პროგრამაში “ილიას გზა” გაწერილი აქვს საკუთარი გეგმა, თუ როგორ შეუწყოს ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. ამ გეგმის თანახმად განსაზღვრულია სპეციალური პუნქტები მეღვინეობა მევენახეობისთვის რომელიც მოიცავს:
1) ყველა კახელი მევენახისთვის 1 კილოგრამი ყურძნის ფასი მინიმუმ 1 ლარი იქნება, ხოლო ხარისხიანი ყურძნის მწარმოებლებისთვის სუბსიდიის ოდენობა 2 ლარს მიაღწევს.
2) ყურძნის ხარისხის ზრდასთან ერთად გაიზრდება ქართული ღვინის ხარისხი და საექსპორტო ბოთლი ღვინის საშუალო ღირებულება.
3) ქართული ღვინის ხარისხის ზრდისა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების ფონზე, საქართველო კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, შემცირდება რუსულ ბაზარზე ჩვენი დამოკიდებულება და გაიზრდება ექსპორტი ამერიკულ, ევროპულ და აზიურ ბაზრებზე. (2024 წლის 8 თვეში ღვინის ექსპორტში ს წილი 69.1%-ია.)
4) „ძლიერი საქართველო“ ხელს შეუწყობს მცირე მარნების კოოპერაციას, რომლებიც ყველაზე ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ, ეს მოიცავს მარკეტინგული, ლოჯისტიკის და ექსპორტის საკითხებში მხარდაჭერას, ასევე ამ კოოპერატივების საერთაშორისო ღვინის გამოფენებზე გაგზავნას.
პოლიტიკური გაერთიანების ცნობით, ეს გეგმა და განვითარების ხედვა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა ადგილობრივ მევენახეებს გააცნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში