მოცარტის დღემდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს

გერმანიაში მოცარტის დღემდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს. ოლფგანგ ამადეუს მოცარტის აქამდე უცნობი პიესა აღმოჩნდა ლაიფციგის ბიბლიოთეკაში.
სხვა ნოტებთან ერთად შენახული პიესა ქრონოლოგიის მიხედვით მოცარტის ნაწარმოებების სრული კატალოგის ახალი გამოცემის მომზადებისას იპოვეს.
ახლადაღმოჩენილი 12-წუთიანი ნაწარმოების სახელწოდებაა Serenate ex C.
ვარაუდობენ, რომ პიესა დაწერილია 1760-იან წლებში, როცა მოცარტი 10-13 წლის იყო.
მართალია, მუსიკისმცოდნე ულრიხ ლაიზინგერმა სხვა კომპოზიტორების ავტორობა უკვე გამორიცხა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოფიციალურად მოცარტის ავტორობა ჯერ 100%-ით დადასტურებული არ არის.
Serenate ex C პირველად 21 სექტემბერს შესრულდება ლაიფციგის ოპერის თეატრში.