საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დღეს, 21 სექტემბერს, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კაცი ითხოვს, ის საქართველომ აზერბაიჯანს არ გადასცეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მისმა ცოლმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ მიაწოდა.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დღეს, 21 სექტემბერს, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი კაცი ითხოვს, საქართველომ არ გადასცეს ის აზერბაიჯანს. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ცოლმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ მიაწოდა.
„ის ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფომ, სასამართლოებმა და მიგრაციის სამსახურმაც კი უარი თქვეს მისი საქმის გამოძიებაზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი ასრულებენ ალიევის [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს. ალიევის ხელისუფლება იძლევა პოლიტიკურ დაკვეთას და ამას ქართული სახელმწიფო ასრულებს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას სევინჩ სადიგოვამ.
აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვება უნდოდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.
4 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და რომ სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.
წყარო: რადიო თავისუფლება