აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, დონალდ ტრამპთან კიდევ ერთი დებატების გამართვა სურს.
„კიდევ ერთი დებატების მოწყობას ვცდილობ. ვნახოთ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ჰარისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით ქალაქ ატლანტაში გამოვიდა და აბორტის უფლების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს