“ფეხბურთს ამიტომ არა 11, არამედ 10 ადამიანი უნდა თამაშობდეს” – პლატინის რევოლუციური იდეა აქვს

2007/15-წლებში UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფეხბურთში რევოლუციური იდეა წამოაყენა. მისი აზრით, დროა, სპორტის ამ სახეობაში არა 11, არამედ 10 ადამიანი თამაშობდეს.
“ალბათ, გუნდებმა 10-10-ზე უნდა დაიწყონ თამაში. 100 წელზე მეტია გუნდის სასტარტო შემადგენლობა 11 მოთამაშისგან შედგება, მაგრამ მაშინ ფეხბურთელები ნაკლებად და ნელა დარბოდნენ, ვიდრე დღეს, ისინი ფიზიკურად სუსტნი იყვნენ”, – თქვა პლატინიმ RMC-ზე.
პლატინის ამ ინიციატივას ჯერჯერობით საფეხბურთო წრეებში გამოხმაურება არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ