ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა – “ამერიკის ხმა”

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ს წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა – “ამერიკის ხმა”
ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით „ამერიკის ხმა” ავრცელებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია “ამერიკის ხმას” -ის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. აქვე აღნიშნულია, რომ სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა სთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, – ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით.
„დროს, თუ როდის ამოქმედდება სანქციები, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არ ასახელებენ. ისინი არც იმას აზუსტებენ, ეს მომავალ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება, თუ მის მერე”, – ნათქვამია “ამერიკის ხმის” სტატიაში.