,,უმწეო ადამიანის ქვითინი ჩამესმა… ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე…” – რას იხსენებს პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
,,წლების წინ, მაშინ სვეტიცხოველში ვიყავი. ზამთრის პირი და მოღუშული დღე იდგა. ვფიქრობ, საშობაო მარხვა დაწყებული იყო. მომლოცველებიც იშვიათად გამოჩნდებოდნენ. ტაძარში, ჯვარცმასთან ახლოს მდგარ სკამზე ვიჯექი და მცირე პანაშვიდისთვის ვემზადებოდი. უმწეო ადამიანის ქვითინი ჩამესმა, რომელიც ხმაურიან ტირილში გადაიზარდა. წამოვდექი, იქნებ შველა უნდა მეთქი, გავიფიქრე. ღვთისმშობლის ხატთან კესარია იდგა, ტკივილით და სინანულით სავსე… მანამდე და არც მერეც მსგავსი სინანული არავისგან მიგრძვნია…
დანარჩენი ღმერთმა იცის!..”

ასევე დაგაინტერესებთ