0:8 – “სენტ-ეტიენის” კატასტროფა “ნიცასთან”

ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ნიცასთან“ 0:8 განადგურდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
„სენტ-ეტიენი“ 3 ქულით მე-16 ადგილზეა და 29 სექტემბერს გასვლაზე „ნანტს“ დაუპირისპირდება.
ნიცა – სენტ-ეტიენი 8:0
გოლები: 1:0 ბატუბინსიკა (4, საკ. კარში), 2:0 ნდომბელე (7), 3:0 ჩო (24), 4:0 მუკოკო (26), 5:0 გასენი (36), 6:0 მუკოკო (39), 7:0 დიოპი (75), 8:0 როსარიო (86, პენ)