ზაზა უჯმაჯურიძე: ისეთი იშვიათი და უცნობი მოთხრობა ვთარგმნე, რაც მე კი არა…

დღეს, გამომცემლობა აზროვნების აკადემიაში დანიის ერთ-ერთი წამყვანი ონკოლოგისა და სხივური თერაპევტის, ზაზა უჯმაჯურიძის მიერ ჰანს ქრისტიან ანდერსენის “რა მიამბო მთვარემ” თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

„მეგობრებო, გიწვევთ ამ გენიალური მოთხრობის ჩემეული თარგმანის პრეზენტაციაზე. მასპინძლობას გაგიწევთ მეც. იმედია, ბევრს გიხილავთ და მოგიყვებით ახლანდელ და სამომავლო გეგმებზეც, რაც გულისხმობს ისეთ ამბიციურ ჩანაფიქრსაც, რასაც ჰქვია “ვეფხისტყაოსნი” დანიურად, ასევე ანდერსენის ახალ მოთხრობათა სქელტანიანი კრებული ქართულად და ჩვენი საყვარელი მარო მაყაშვილის დღიურების გაცნობა დანიელი მკითხველისთვის.

ანდერსენს დანიელები, როგორც წესი, ვერ კითხულობენ, რადგან ძველი და მძიმე ენაა. არ შევუშინდი და მოვკიდე ხელი. თან ისეთი იშვიათი და უცნობი მოთხრობა ვთარგმნე, რაც მე კი არა, ბევრ დანიელს საერთოდ არც გაუგია, მცოდნეთა აზრით კი ერთ-ერთი შედევრია.

პირველად პირდაპირ დანიურიდან ქართულად – „რა მიამბო მთვარემ”. თუ ტექსტი დაუბრკოლებლად და ბუნებრივად იკითხება, მოგახსენებთ, რომ ორიგინალი ასეთი არ არის – ქართულად გავიაზრე,” – ამბობს ზაზა უჯმაჯურიძე.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ