ხაზარაძე ასაჯაროებს 9 პუნქტს, რომელზეც, მისი თქმით, გახარიასთან შეთანხმდა

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“ გაერთიანების სამდღიანი მოლაპარაკებებისას მხარეები 9 პუნქტზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებები, საბოლოო ჯამში, ჩაიშალა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ხაზარაძის თანახმად, შეთანხმება შედგა შემდეგ პუნქტებზე:
1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით – 9 და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისას ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის “ქართული ქარტია”;
2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია “ქართულ ოცნებასთან” და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით;
3. გახარია თავად არ იქნება “ძლიერი საქართველოს” პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის (გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე);
4. ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ. 10-10 “ლელო”/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები (სხვა დეტალები დასაზუსტებელია) P.S. მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება;
5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას “ძლიერი საქართველოს” პროგრამასთან და თავისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავრი პრიორიტეტი;
6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით;
7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება – თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან
8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმომადგენილები და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც;
9. მართვა, საბჭო. მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთი
ხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი):
12 გახარია
12 “ლელო”
3-3 კოალიციიდან.

ასევე დაგაინტერესებთ