“ტელეკომპანიებთან თქვენი ურთიერთობა ეჭვს აჩენსო” | პედაგოგები მინისტრს შეხვდნენ და შიმშილობის დაწყებას აანონსებენ

სკოლის დირექტორობის კონკურსის მონაწილე, მაია ეკალაძე, განათლების სამინისტროსთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. ეკალაძე და დავით ფერაძე სამინისტროგან მათი დისკრეციის წესით თანამდებობაზე დანიშვნასა და სკოლებში ს სამართლიანად ჩატარებას მოითხოვენ.
დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილ კანდიდატებს დღეს განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილეებთან ერთად, შეხვდა. თუმცა, მასწავლებლებმა მათი მოთხოვნების შესაბამისი პასუხი ვერ მიიღეს. ამიტომ, პედაგოგები მინისტრს დროს სამუშაო დღის ბოლომდე აძლევენ, წინააღდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.
“არ მივიღეთ ჩვენ პასუხი, ფაქტობრივად, კონკრეტული დანაშაულის შესახებ. არ უნდათ აღიარება იმისა, რომ გასაუბრებაზე ხდებოდა დანაშაული. მოთხოვნა არის აღიარონ დანაშაული კონკრეტულად ჩვენ წინაშე, ჩვენი დისკრიმინაცია არ არის სწორი. სამუშაო დღის დასრულებამდე დაველოდები და მერე ჩვენ არ გავალთ არსად. გაგრძელდება შიმშილით აქცია, თუ ვერ მივიღებთ პასუხს,” – ამბობს ეკალაძე.
როგორც შეხვედრის შემდეგ დავით ფერაძემ განაცხადა, განათლების მინისტრი დაინტერესდა “ვინმე ხომ არ მართავთ მათ და ხომ არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული” – “ტელეკომპანიებთან თქვენი ურთიერთობა ამ ეჭვს აჩენსო” – უთხრა მინისტრმა პედაგოგებს.