ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი OSCE/ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი OSCE/ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელს, ეოგან მერფის შეხვდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობაზე.
მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ მარსელ ნაგი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე; ანა მალიკიანი, იურისტ-ანალიტიკოსი და დარია პაპროცკა, პოლიტ-ანალიტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ