ტარიელ ნაკაიძე – ტყუილია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თანასწორობა უზრუნველყოფილია – ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს!

ტყუილია ს განცხადება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თანასწორობა უზრუნველყოფილია – ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს! – ასე გამოეხმაურა რუსთავში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გამოსვლას პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ტარიელ ნაკაიძე.
ნაკაიძის თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რელიგიური დისკრიმინაციის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც სამართლებრივი შედეგის გარეშე დასრულდა.
ნაკაიძე იმასაც ამბობს, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლებას გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნია.
„ბიძინა ივანიშვილს ავიწყდება, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქობულეთში მუსლიმურ პანსიონზე ღორის თავის აკვრას დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მუსლიმი თემის ინტერესების იგნორირების ხარჯზე ჩაიფარცხა. ამის თაობაზე არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენი. აგრეთვე სოფელ ნიგვზიანში სალოცავის გახსნას ადგილობრივებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოჰყვა, რომელთან დაკავშირებითაც სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა და დამნაშავეები არ დასჯილან. იგივე მოტივით ქვემო ქართლში, სოფელ წინწყაროში და კახეთში სოფელ სამთაწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში სამხედრო ძალების გამოყენებით მეჩეთს ვერტმფრენით მინარეთი მოსტაცეს, ხოლო მოსახლეობას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სოფელ ადიგენში ადგილობრივების მიერ მუსლიმური სასაფლაოს გახსნას და მოხეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ისტორიული მეჩეთის ჩამორთმევის ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. მოხეშიც მოქალაქეებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალოვნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
გურიაში სოფელ ბუკნარში მუსლიმური სამლოცველოს გახსნას დაპირისპირება მოჰყვა, რომელთან დაკავშირებითაც “ქართულ ოცნებას” მოქალაქეთა შორის გრძელვადიანი შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ს თავისუფლების მეჩეთის მშენებლობის საკითხი დღემდე უზენაეს სასამართლოშია გაჩერებული. საქართველოს კათოლიკე ეკლესიას ქალაქ რუსთავში ეკლესიის მშენებლობის უფლება ხელისუფლებამ არ მისცა. საქართველოს ევანგელისტურ ეკლესიას სასამართლომ ერთადერთი სალოცავი ქალაქ თბილისში ჩამოართვა. ამ სამარცხვინო მოვლენების პარალელურად “ქართულმა ოცნებამ” რელიგიური უმცირესობების გასაკონტროლებლად საბჭოთა კავშირის მოდელზე დაფუძნებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შექმნა, რომელიც სამოქალაქო და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანია. დღემდე გადაუწყვეტელია რელიგიური უმცირესობების ქონებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. საბჭოთა კავშირის რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ქონება თავის რეალურ მფლობელს არ დაბრუნებია.
„ქართულმა ოცნებამ” რელიგიური თემების დაფინანსების უთანასწორო პრაქტიკა შექმნა. ზემოთ აღნიშნული ფაქტები მცირე ჩამონათვალია, რომელმაც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფები კიდევ უფრო გააუარესა და უთანასწორო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი ატყუებს საქართველოს საზოგადოებას!“ – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან