“ლევან ცუცქირიძის განქიქება, იმის ფონზე, რომ გახარიას აქებ, კაცს, რომელიც არც ერთხელ არ დამდგარა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე, უსამართლობაა” – ნიკა გვარამია

“ლევან ცუცქირიძის განქიქება, იმის ფონზე, რომ გახარიას აქებ, კაცს, რომელიც არც ერთხელ არ დამდგარა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე, უსამართლობაა” –
არ ვაპირებ ლელო/გახარიას მოლაპარაკებების განხილვას, ჩემს ინტერესს მიღმაა.
რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, ისაა, რომ უკიდურესი უსამართლობა, მორალის სერიოზული ხარვეზი და პოლიტიკური სიბეცე მგონია ლევან ცუცქირიძის განქიქება, კაცის, რომელიც ერთერთი ყველაზე გამორჩეული იყო რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმის ფონზე, რომ გახარიას აქებ, კაცს, რომელიც საერთოდ, არც ერთხელ არ დამდგარა რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე (მის წარსულს გამოვტოვებ).
კარგით რა, საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! ვისაც გაწუხებთ გახარიას პოლიტიკური ბედი, მიეცით ხმა და გადაალახინეთ 5%იანი ბარიერი, რას იფურთხებით ყველა მიმართულებით?!

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს

მამუკა მდინარაძე – გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად