ოკუპირებულ დონეცკში რუსმა სამხედროებმა აწამეს და მოკლეს ამერიკელი რასელ ბენტლი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება -ის მოქალაქის, რასელ ბენტლის მკვლელობის გამოძიების დასრულების შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, ბენტლი, რომელიც მოსკოვის მიერ კონტროლირებად უკრაინულ დონეცკში ცხოვრობდა, სამმა რუსმა ჯარისკაცმა აწამა და მოკლა. მეოთხე პირი კი დანაშაულის დამალვაშია დადანაშაულებული.
64 წლის ბენტლი 8 აპრილს დონეცკში გაუჩინარდა, მისი ცხედარი 10 დღის შემდეგ იპოვეს. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ის რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს. იგი სავარაუდო ჯაშუშობაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც ბენტლიმ ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შემდგომ ფოტოები გადაიღო. ამერიკელის მეუღლემ, ლუდმილამ, მოითხოვა, რომ რუს ოფიციალურ პირებს ბენტლის გაუჩინარება გამოეძიებინათ.
ეჭვმიტანილებისთვის მკვლელობაში ბრალი არ წაუყენებიათ. სამხედროებს ბრალად ედებათ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, გარდაცვლილთა ცხედრების შეურაცხყოფა და დანაშაულის დამალვა. ში ბენტლის დაღუპვის შესახებ საქმე არ აღძრულა.
ამერიკელი დონეცკში ცხოვრობდა 2014 წლიდან, როდესაც ქალაქი პრორუსმა სეპარატისტებმა დაიპყრეს. ბენტლი თავდაპირველად მათი დანაყოფების შემადგენლობაში იბრძოდა, მოგვიანებით დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და აწარმოებდა საკუთარ ვიდეობლოგს, რომელსაც რუსული პროპაგანდა რეგულარულად იყენებდა თავის ინფორმაციებში. გარდა ამისა, ის იყო რუსული სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკის” თანამშრომელი.
გამოძიების თანახმად, სამმა ჯარისკაცმა აწამა და სასიკვდილო სცემა ამერიკელს, რის შემდეგაც ააფეთქეს მანქანა, რომელშიც მისი სხეული იყო, მეოთხემ კი, გადამალვის მიზნით, ნეშტი დანაშაულის ადგილიდან გადაიტანა.