ქალაქი მზად არის წყალდიდობის პიკისთვის, დამონტაჟებულია დროებითი კაშხლები, მიმდინარეობს მუდმივი პატრულირება, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება – ბუდაპეშტის მერი

ქალაქი მზად არის წყალდიდობის პიკისთვის, დამონტაჟებულია დროებითი კაშხლები, მიმდინარეობს მუდმივი პატრულირება, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება – ბუდაპეშტის მერი
ბუდაპეშტი წყალდიდობის პიკისთვის მზად არის, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება, – ამის შესახებ ქალაქის მერი გერგეი კარაჩონი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ბუდაპეშტის მერი აღნიშნავს, მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა მომზადებული დახვედროდა წყალდიდობის პიკს, რომელსაც ბუდაპეშტში ხვალ, 21 სექტემბერს ელოდებიან.
„ზოგიერთ ადგილას 9 მეტრამდე სიმაღლის დროებითი კაშხლებია დამონტაჟებული და ადგილზე მუდმივად პატრულირება ხდება“, – აღნიშნავს გერგეი კარაჩონი.
ღამით ბუდაპეშტში დუნაის წყლის დონემ ერთი მეტრით მოიმატა. დატბორილია პარლამენტის ისტორიული შენობაც.
პირველი არხი