პარლამენტი, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს – ყოფილი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

პარლამენტი, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება.
„ზურაბ ჟვანიას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. მან პარლამენტი ისეთ ინსტიტუციად აქცია, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ზურაბ ჟვანიასადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართება.
ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. ოფიციალური ცნობით, ის გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი აირით გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს