„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ბორჯომის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ბორჯომის სოფლების: ციხისჯვარის, ანდეზიტის, ტაბაწყურის, მოლითის, ჭიხარულას, ბალანთასა და დაბა ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები. ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.
„26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ერთად გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ ახდენას”, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ბორჯომის მერი- ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე – დავით ზაალიშვილი და საკრებულოს სხვა წევრები.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე