პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიმიტრი ხუნდაძე შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი , დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაღაროსკარის, ჩარგლისა და შუაფხოს მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
„ადგილობრივებთან ბევრი ვისაუბრეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. საუბარმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, შევეხეთ როგორც ზოგად პრობლემებსა და გამოწვევებს, ასევე, ერთად არაერთი სამომავლო სასიკეთო გეგმა დავსახეთ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული – დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე – გიგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – მაცაცო ნარიმანიძე , მერის მოადგილე – ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – კახა ჩიტაური.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე