ლევან ბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს, აღნიშნულზე მეტყველებს მათი რიტორიკა და ის ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ

“ქართული ოცნება” აგებს არჩევნებს, აღნიშნულზე მეტყველებს მათი რიტორიკა და ის ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე საუბრისას განაცხადა.
ს თქმით, კვლევამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოკვეთა, კერძოდ, ის, რომ კოალიციურ მთავრობას ექნება საკმარისი ხმების რაოდენობა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა და უზრუნველყოს ამ ქვეყნის განვითარება ევროპის მიმართულებით.
ს მოახლოებასთან ერთად “ქართული ოცნება” აგებს არჩევნებს. აღნიშნულზე მეტყველებს მათი რიტორიკა და ის ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართაც. იმავდროულად, გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომ კოალიციურ მთავრობას ექნება საკმარისი ხმების რაოდენობა იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა და უზრუნველყოს ამ ქვეყნის განვითარება ევროპის მიმართულებით. ამ ვითარებაში, ცხადია, საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი ევროპული კეთილდღეობის სასარგებლოდ”, – განახადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა” ამომრჩეველთა ხმების 32,3%-ს, ხოლო კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 20%-ს მიიღებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ