ინდური საბრძოლო მასალა უკრაინაში ხვდება, რაც რუსეთის გულისწყრომას იწვევს

მთავრობის და თავდაცვის ინდუსტრიის თერთმეტი ინდოელი და ევროპელი ოფიციალური პირის და ასევე „როიტერის“ მიერ კომერციულად ხელმისაწვდომი საბაჟო მონაცემების ანალიზის თანახმად, ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები, ევროპელმა კლიენტებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს. დელი კი, მოსკოვის პროტესტების მიუხედავად, გარიგების შესაჩერებლად არ ჩაერია.
წყაროების და საბაჟო მონაცემების თანახმად, ს წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად საბრძოლო მასალების გადაცემა წელიწადზე მეტხანს ხდებოდა. ინდური იარაღის ექსპორტის რეგულაციებით, იარაღის გამოყენება მხოლოდ დასახელებული მყიდველით იფარგლება და მესამე მხარისთვის უნებართვო გადაცემით, მყიდველს მომავალი შესყიდვების გაუქმების რისკი ექმნება.
სამმა ინდოელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ კრემლმა ეს საკითხი სულ მცირე ორჯერ წამოჭრა, მათ შორის ივლისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და მის ინდოელ კოლეგას შორის შეხვედრის დროს.
საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ ცნობა პირველად „როიტერმა“გაარცელა.
ცნობის გამოქვეყნების შემდეგ, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას „სპეკულაციური და შეცდომაში შემყვანი“ უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა და ინდოეთის თავდაცვის სამინისტრომ კითხვებზე პასუხი არ გასცეს. იანვარში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ინდოეთს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვები არც გადაუცია და არც მიუყიდია.
მაღალი რანგის ესპანელი და ინდოელი ოფიციალური პირების, მათ შორის ში გამოყენებული საბრძოლო მასალის მწარმოებელი ინდური სახელმწიფო საწარმო Yantra India-ს ყოფილი მთავარი დირექტორის თანახმად, იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომლებიც ინდურ საბრძოლო მასალას უკრაინაში გზავნიან – იტალია და ჩეხეთის რესპუბლიკაა.
უკრაინის, იტალიის, ესპანეთის და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებს კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ გაუციათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე