თათია მელაშვილი: ანუ, ჩვეულებრივი ბავშვი დადის არენა-1 ზე როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს აუკრძალეთ შშმ ბავშვებს?!

“!!!!
დღეს ჩვეულებრივ მივედი არენა -1-ში აუზზე. სავარჯიშოდ. შესასვლელში, რეგისტრატურაში, ბარემ ვიკითხე, ლუკასთვისაც აბონიმენტის ფასი. ბევრი წელი მანდ დადიოდა, შარშან არ უვლია და აღდგენა დავაპირე. მიპასუხეს, რომ არენა -1 ზე ვერ ივლის და შეუძლია იაროს არენა-2ზე, რომელიც დახურულია, რაღაცას არემონტებენ და როდის გაიხსნება კაცმა არ იცის.
დავსვი კითხვა – რატომ ვერ ივლის არენა-1ზე, როცა სულ მანდ დადიოდა ბავშვობიდან. მიპასუხეს რომ მაგათთვის (შშმ იგულისხმა) წყალი ცივიაო 😂😂ამაზე ვუპასუხე, რომ წყალი სულ ამ ტემპერატურის არის და ახლა რა იცლება? პასუხი ვერ გამცეს და მითხრა, რომ შშმ ბავშვებისთვის მხოლოდ არენა-2ია განსაზღვრული (როდესმე რომ ამუშავდება).
მოკლედ რომ გითხრათ, იცით რა ხდება? არენა-1 ზე დადიან ბავშვები, უამრავი. დილიდან ვხედავ ბავშვებს აუზში ვარჯიშობენ, მაგრამ შშმ ბავშვებისთვის არ შეიძლება. ჩვეულებრივი ბავშვებისთვის შეიძლება თურმე.
არენა • Arena Sports Complex წლების წინ, თქვენ იყავით ის სასიამოვნო, მგონი ერთადერთი გამონაკლისი, სადაც შშმ პირებს არა თუ უპრობლემოდ იღებდნენ, ფასდაკლება ჰქონდათ და ყველანაირ კომფორტს უქმნიდნენ. ხელმძღვანელობა შეგეცვალათ?! რას აკეთებთ ხვდებით საერთოდ?!! ანუ, ჩვეულებრივი ბავშვი დადის არენა-1 ზე როგორც ყოველთვის, მაგრამ ეს აუკრძალეთ შშმ ბავშვებს?! ჭკუაზე თუ ხართ საერთოდ?! რას აკეთებთ?! აკვარიუმში შეყარეთ ბარემ შშმ-ები, ან საერთოდ ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალეთ!
სად დაკარგეთ, ის რაც წლების წინ გქონდათ?! განვითარების ნაცვლად დეგრადირდით?!
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia სრულიად სამარცხვინო გამოყოფა ხდება შშმ ბავშვების, ჩვეულებრივი განვითარების ბავშვებისგან. გთხოვთ, აუცილებლად დაინტერესდეთ ამ საკითხით.
პ.ს. ყველა იმ პასუხისმგებელი პირის და ყველაფრის დედა ვატირე, ვინც ამდენი წელი მხარში არ დაგვიდგა და არ გვეშველა რომ ავაშენოთ ის დიდი კომპლექსი, სადაც აუზიც არის გათვალისწინებული და დიდი სპორტული კომპლექსიც. სადაც არავის სამათხოვრო არ გვექნება მშობლებს და არ დაამცირებენ ჩვენს შვილებს, რომ მეორე ხარისხოვანი არიან და სადღაც მათი შეშვება, “ჩვეულებრივ ადამიანებთან” არ შეიძლება.
ტფუ მართლა!” – წერს სოციალურ ქსელში “აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის” თანადამფუძნებელმა, თათია მელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე