მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი მოდელი კვარაცხელიას “ნაპოლის” სიყვარულში გამოუტყდა – რას წერს რატაკოვსკი სოციალურ ქსელში

მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი მოდელი და მსახიობი, ამერიკელი ემილი რატაკოვსკი, ს “ნაპოლის” სიყვარულში გამოუტყდა.
მან ნახევრად შიშველი ფოტოები INSTAGRAM-ზე გამოაქვეყნა, სადაც “პარტენოპეის” ფორმა აცვია და დაწერა – “ჩემს შეყვარებულთან ერთად სარეცხს ვრეცხავ”.
ფოტოს უამრავი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა, “ნაპოლის” იტალიელი ფანები კი ემილის ამ საქციელით აღფრთოვანებული არიან.
აღსანიშნავია, რომ რატაკოვსკის საზოგადოება აქამდე “იუვენტუსის” გულშემატკივრად იცნობდა. საინტერესოა, რომ 21 სექტემბერს ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან.