“ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება” – კრიშტიანო რონალდო ლამინ იამალზე

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ამომავალ ვარსკვლავ ლამინ იამალზე ისაუბრა.
“იამალში დიდ ნიჭს ვხედავ. ვიმედოვნებ, რომ მას მომავალში არანაირი პრობლემა არ ექნება და ვფიქრობ, რომ ის გახდება ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო”, – თქვა კრიშტიანომ თავის Youtube-არხზე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იამალმა “ბარსელონას” ფორმით ჯამში 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.