გერმანიაში აღმოაჩინეს მოცარტის დღემდე უცნობი ნაწარმოები

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დღემდე უცნობი პიესა. ამის შესახებ გერმანული მაუწყებელი DW წერს სააგენტო dpa-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 12-წუთიანი ნაწარმოების სახელწოდებაა Serenate ex C.
სხვა ნოტებთან ერთად შენახული პიესა ქრონოლოგიის მიხედვით მოცარტის ნაწარმოებების სრული კატალოგის ახალი გამოცემის მომზადების პროცესში იპოვეს.
სპეციალისტების ვარაუდით, პიესა დაწერილია 1760-იან წლებში, როცა მოცარტი 10-13 წლის იყო. მოცარტის ავტორობა ჯერ 100%-ით დადასტურებული არ არის, თუმცა მისი სახელობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელმა, მუსიკისმცოდნე ულრიხ ლაიზინგერმა სხვა კომპოზიტორების ავტორობა უკვე გამორიცხა და თქვა, რომ საუბარია მოზარდი მოცარტის დღემდე უცნობ და სრულიად შესანიშნავ ნაწარმოებზე.
Serenate ex C პირველად 21 სექტემბერს შესრულდება ლაიფციგის ოპერის თეატრში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით