პაველ ჰერჩინსკი – თუ საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ევროკავშირის ძირითადი პრინციპები სრულად უნდა დაიცვას

მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, 26 ოქტომბერს მათ ექნებათ შესაძლებლობა, წავიდნენ, ხმა მისცენ და აირჩიონ თავიანთი მომავალი ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ ოფისს ეწვია და ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო დოლიძეს და ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა.
„იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური და უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი. ჩვენ, ევროკავშირი ვაღიარებთ მის შედეგებს და ვიმუშავებთ ყველა მთავრობასთან, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, თუ საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ევროკავშირის ძირითადი პრინციპები სრულად უნდა დაიცვას.
„მთავარი საკითხი არის ის, რომ თუკი საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუკი სურს, გახდეს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი, ამისთვის, ჩვენ გვაქვს პირობები. ეს პირობები ჩვენ სპეციალურად საქართველოსთვის არ შეგვიქმნია, ეს არის პირობები, რომელიც ყველა ქვეყანას ეხება, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. სწორედ ამიტომ გვჭირდება ძალიან სერიოზული რეფორმები და ასევე საჭიროა, რომ ძირითადი პრინციპები, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება, მთლიანად იყოს დაცული. ეს პრინციპები ფართოდაა ცნობილი: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის უმცირესობების უფლებების პატივისცემა. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ასე რომ, თუკი საქართველოს სურს ევროკავშირის ოჯახის ნაწილი გახდეს, ეს პრინციპები სრულად უნდა იქნას დაცული“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!