გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

„ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, კოალიცია „ძლიერ საქართველოსა” და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ შორის კონსულტაციებში ჩარევით პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნეიტრალიტეტი დაარღვია.
ამასთან, როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
“16 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა სა და გიორგი გახარიას პარტიებს არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ისინი ორბელიანების სასახლეში მიიპატიჟა. შეხვედრა პრეზიდენტის შუამავლობით 17 სექტემბერს გაიმართა და ეს სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ